ჩეხეთის ახალარჩეული პრეზიდენტი პეტრ პაველი ომში უკრაინის გამარჯვებას რეალურად მიიჩნევს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ჩეხეთის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა უკრაინის გამარჯვებისთვის სამი აუცილებელი პირობა დაასახელა.
„პირველი პირობაა, რომ ყველა სახელმწიფომ შეინარჩუნოს იარაღის მიწოდების იგივე დონე. მეორე პირობაა ფინანსური მხარდაჭერა უკრაინისთვის, რაც შესაძლებელს გახდის ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალის კომპენსაციას, ხოლო მესამე პირობა - ევროკავშირმა შეინარჩუნოს სანქციების ამჟამინდელი პოლიტიკა, რათა თავიდან აიცილოს რუსეთის შემოსავლების აღდგენა“, - აღნიშნა პეტრ პაველმა.