logo_geo
eng_logo
ჯოზეფ ბორელი: რუსეთი მოქმედებს, როგორც იმპერიალისტური ძალა, რომელსაც სურს, აკონტროლოს ყველა, ვისაც მის პოლიტიკურ კუთვნილებად მიიჩნევს
- +

19 თებერვალი. 2023. 13:29

 

 

„ძალიან ბევრი სანქცია დავაწესეთ რუსული ეკონომიკისა და ინდივიდების წინააღმდეგ. დეტალებში არ შევალ, მაგრამ მონაცემების ანალიზი გვიჩვენებს, რომ წლევანდელ წელს რუსეთში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება. გასული წელი ძალიან კარგი წელი იყო მათთვის, მაგრამ ვითარება წელს შეიცვლება და რუსეთისთვის ძალიან ცუდი წელი იქნება“, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

 

ბორელის თქმით, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, ყველა ლიდერმა აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს.

 

„ჩვენ შევთანხმდით, რომ გაზზე, ნავთობსა და ქვანახშირზე დამოკიდებულებას შევამცირებთ. ჩვენ არ ვეძებთ ევროპულ უსაფრთხოებას, ჩვენ უფრო შორს ვიყურებით, ევროპის მიღმა და ვგულისხმობთ მთელ მსოფლიოს ყველა პარტნიორის ჩართულობით. ჩვენ გვესმის ბრალდებები ორმაგ სტანდარტთან დაკავშირებით. რუსეთი მოქმედებს, როგორც იმპერიალისტური ძალა, დიახ, ეს ასეა და დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. ეს არის იმპერიალისტური მიდგომა ძლიერი მეზობლისგან, რომელსაც სურს, აკონტროლოს ყველა, ვისაც მის პოლიტიკურ კუთვნილებად მიიჩნევს. ამ ომმა ასევე გამოკვეთა ჩვენი პარტნიორების მოწყვლადობა, მათი საჭიროება, მათი სოციალ-ეკონომიკური და გარემოს გამოწვევების კუთხით. ჩვენ არ ვართ ფოკუსირებული მხოლოდ უკრაინაზე, ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობის დივერსიფიცირებას ვახდენთ სხვა არეალზეც. ჩვენ უნდა ვარწმუნოთ ისინი, რომ ჩვენ გავზრდით ჩვენს ჩართულობასა და პასუხისმგებლობას მათი და დანარჩენი მსოფლიოს წინააღმდეგ, რადგან ამ ომმა გაზარდა გამოწვევები, როგორც ფასების, რესურსების, ეკონომიკური ზრდის, ისე პოლიტიკური და სოციალური პრობლემების. ამიტომ, ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ვართ გლობალური მოთამაშე. არამხოლოდ მოვაგვაროთ ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და სამხედრო საკითხები ამ კონკრეტულ სამეზობლოში, არამედ ყველაფერი გვქონდეს მხედველობაში. ხალხს აქვს მეხსიერება და ხალხს აქვს გრძნობები. ამიტომ, მსოფლიო უნდა დავარწმუნოთ იმის ჩვენებით, რომ ვიცავთ უნივერსალურ ღირებულებებს და არა მხოლოდ იმას, რომელი ღირებულებიც კარგია, არამედ იმას, რომელიც გაერო-ს შეთანხმებებშია გაწერილი“, – განაცხადა ბორელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner