logo_geo
eng_logo
გია გაჩეჩილაძე: „მაესტრო“ ალტერნატიულ ფართში ფუნქციონირებას იგივე სახელითა და ლოგოთი დაიწყებს!
- +

9 მარტი. 2016. 23:38


ტელეკომპანია „მაესტროს" საკონტროლო წილის მფლობელის, გია გაჩეჩილაძის განცხადებით  ახალი "მაესტრო" ალტერნატიულ ფართში ფუნქციონირებას იგივე სახელითა და ლოგოთი დაიწყებს.



„ინტერპრესნისუსი" ცნობით კომპანიის გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე "მაესტროს" თანამშრომლებს დღეს საღამოს საკუთარ სახლში შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი მისმა ძმამ, გია გაჩეჩილაძემ გააკეთა. გაჩეჩილაძის თქმით, შეხვედრაზე "მაესტროს" ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით ისაუბრეს.


"ვისაუბრეთ დღევანდელ სიტუაციაზე, "მაესტროს" ხვალინდელ სიტუაციაზე და .. რადგან მოსული იყვნენ "მაესტროს" თანამშრომლები, .. ახალ ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობას აპირებენ. მათი მხრიდან რაღაც-რაღაც კითხვები დაისვა. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. თქვენ ნახეთ რამდენი თანამშრომელი იყო მოსული "მაესტროდან" და რაც ხდება დღეს, რომ "მაესტროს" გენერალურ დირექტორს ეკრძალება ტელეკომპანიაში შესვლა, ელემენტარულად სასაცილოა, მეტი რომ არაფერი. ყველაფერი კარგად იქნება. "მაესტრო" გაცილებით უკეთესი იქნება, დარწმუნებული ვარ", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.


მისივე თქმით, იჯარის ხელშეკრულება თუ არ გაგრძელდება, "მაესტროს" ამჟამინდელ შენობაში ძალით შესვლას არ აპირებენ. გაჩეჩილაძემ ასევე უპასუხა შეკითხვას "მაესტროს" ამჟამინდელ ლოგოსთან და სახელთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ იურიდიულად ამის შესახებ დავა გაგრძელდება.

"კომპანიის სახელი და ლოგო ილია კიკაბიძის მფლობელობაში კი არ არის, კომპანიის მფლობელობაშია, რომელიც ილია კიკაბიძემ კანონის დარღვევით წაიღო და მე არ შემითანხმა. შესაბამისად, ეს ლოგოც დაბრუნდება", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner