logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ვერ დაგეთანხმებით, რომ პოლიციელის დაკავება მაშინვე უნდა მომხდარიყო
- +

30 აგვისტო. 2016. 13:45



ვიცე-პრემიერი კახა კალაძე არ მიიჩნევს, რომ დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელის დაკავება დაუყოვნებლივ უნდა მომხდარიყო.



როგორც ვიცი, გამოძიება მაშინვე დაიწყო, როგორც კი ეს მძიმე ფაქტი მოხდა. ჩატარდა გარკვეული გამოკვლევები, პროკურატურამ გასცა ბრძანება დაკავებასთან დაკავშირებით. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. იმაში ვერ დაგეთანხმებით, რომ როდესაც ოჯახის წარმომადგენლები ხელს ადებდნენ ამ პოლიციელს, მაშინვე უნდა მომხდარიყო დაკავება. ყველაფერს აქვს თავისი წესი და კანონი და შესაბამისმა სამსახურებმაც ისარგებლეს ამ ყველაფრის გათვალისწინებით", - განაცხადა კახა კალაძემ.



დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გოდერძი თევზაძე მიმალვაში იმყოფება. პროკურატურა მასზე ძებნის გამოცხადებას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ გეგმავს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner