„სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
„საგანგაშო ცნობები მოდის ბელგიიდან, ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერს ევა კაილის ბრიუსელში აწამებენ!
საქართველოს პასუხი ევროპარლამენტს!
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (პროექტი)
ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერის ევა კაილის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანასთან დაკავშირებით.
საქართველოს პარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს ბელგიაში კორუფციის ბრალდებით დაკავებული ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერის ევა კაილის უფლებების უხეშ დარღვევასთან დაკავშირებით. იგნორირებულია უდანაშაულობის პრეზუმფციის სამართლებრივი არსი, რაც პოლიტიკური ანგარიშსწორების ეჭვს ბადებს. ევა კაილის არ ეძლევა საშუალება ისარგებლოს ადამიანის უფლებების ევროპული სტანდარტებით, ბელგიის პენიტენციურ სისტემაში შეზღუდული აქვს კანონით დადგენილი სერვისებით სარგებლობა, მას არ შეუქმნეს მკურნალობისა და სამედიცინო მომსახურების შესაბამისი გარემო. უხეშად ირღვევა მისი როგორც ქალის და დედის უფლებები. საშუალებას არ აძლევენ ინახულოს მცირეწლოვანი შვილი და ოჯახის წევრები. ამგვარი დამოკიდებულება წამების ტოლფასია. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო ნორმებზე და ევროპულ ფასეულობებზე დაყრდნობით, საქართველოს პარლამენტი ადგენს:
ევროკავშირი, კარგახანია ჩვენი ქვეყნისთვის დამამცირებელ აბსურდის თეატრში გვაცხოვრებს! დაუსაბუთებელ, უსამართლო პრეტენზიებს გვიყენებენ და პოლიტიკური შეკვეთით ჩვენ დამორჩილებას ცდილობენ. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე , როცა ევა კაილის ადვოკატები აცხადებენ, რომ ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერს ბრიუსელის საპყრობილეში არაადამიანურად ეპყრობიან და აწამებენ. საქართველოს პარლამენტის ეს დადგენილება ჩვენი პასუხი უნდა იყოს იმ სპექტაკლზე, რასაც ევროპარლამენტი საქართველოს მიმართ დგამს! ქართული სტანდარტი უფრო მაღალი და ადამიანური აღმოჩნდა, ვიდრე ევროკავშირის!“ - წერს ლევან მამალაძე.