ბაკურიანში მიმდინარე სნოუბორდის, ფრისტაილისა და ფრისკის მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლების პირველი ორი კომპლექტი გათამაშდა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ როგორც ვაჟთა, ისე ქალთა შორის.
ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული იაპონელმა მიკი ცუბაკიმ მოიპოვა. ვერცხლის მედალს ავსტრიელი დანიელა ულბინგი დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი პოლონეთის წარმომადგენელი ალექსანდრა კროლი გახდა.
ვაჟთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი პოლონელი ოსკარ კვიატკოვსკი გახდა, ვერცხლის მედალი შვეიცარიელმა დარიო კავიეზელმა მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოსმედალოსანი ავსტრიის წარმომადგენელი ალექსანდრ პაიერი გახდა.
ვაჟთა შორის პარალელურ გიგანტურ სლალომში იასპარეზა რევაზ ნაზღაიძემ. ქართველმა სპორტსმენმა ასპარეზობა 39-ე ადგილზე დაასრულა.
ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლების 30 კომპლექტი გათამაშდება.
ბაკურიანში ჩემპიონატი ოფიციალურად გუშინ გაიხსნა. საქართველო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში პირველად მასპინძლობს. ტურნირი ბაკურიანში 5 მარტის ჩათვლით გაიმართება და შეჯიბრებაში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.