logo_geo
eng_logo
დოჰას ტურნირზე ბასილაშვილი ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
- +

19 თებერვალი. 2023. 20:22

 

 

საქართველოს პირველმა ნომერმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა (84) დოჰას 250-ქულიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა ვერ შეძლო.

 

იგი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ლიამ ბროადთან (140) ორ სეტში 4:6 3:6 დამარცხდა.

 

ბასილაშვილმა გუშინ დოჰას საკვალიფიკაციოს ნახევარფინალში თურქ ჩემ ილკელს (279) 6:3, 7:5 მოუგო.

 

შეგახსენებთ, ნიკოლოზი 2021 წელს დოჰას ტურნირის გამარჯვებული გახდა, შარშან კი ფინალში ბაუტისტა აგუტთან დამარცხდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner