logo_geo
eng_logo
იუნა შაფათავა: მჯერა, რომ მიშა ციხეში აღმოჩნდება!
- +

30 აგვისტო. 2016. 13:54


 

„მჯერა, რომ მიშა ციხეში აღმოჩნდება! დარწმუნებული ვარ, ყოველ ღამე კოშმარულ სიზმრებს ნახულობს და ჯოჯოხეთი აქვს, რადგან იცის, რომ დღეს თუ არა, ხვალ, მისი პარპაში დამთავრდება!" - ამის შესახებ იუნა შაფათავა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საუბრობს. მისი თქმით, უკრაინაში კარგად იციან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ და მას დიდხანს არ მოუთმენენ.

 

„უკრაინაშიც კარგად იციან, რომ სააკაშვილს უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი. ჩემი ბაბუა უკრაინელია, უკრაინული სისხლი მაქვს და ვიცი, რომ უკრაინელები მიშას იმდენ ხანს არ მოითმენენ, რამდენ ხანსაც ჩვენ მოვითმინეთ!

 

ოდესიდანაც კი იმას ცდილობს, რომ საქართველოში შუღლი დათესოს. ვიდეომიმართვებით ხან აჭარას ელაპარაკება, ხან - გურიას, ხან - სამეგრელოს და თბილისს. ვინ მისცა მიშას ამის უფლება, როცა არცერთი მოკლული ბიჭის მშობლებისთვის, არცერთი დატერორებული და გაძარცული ოჯახისთვის, არცერთი ნაწამები ადამიანისთვის პასუხი არ გაუცია და ბოდიში არ მოუხდია?!" - აცხადებს იუნა შაფათავა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner