logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილიება ასახავს ჩვენი სახელმწიფოს ისტორიის ძალიან მძიმე ფურცელს, რომლის ტვირთიც თითოეულმა ჩვენგანმა ერთად უნდა ვზიდოთ
- +

19 თებერვალი. 2023. 23:30

 

 

რატი ბრეგაძე საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ამ თემაზე იუსტიციის მინისტრმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

 

„სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილიება ასახავს ჩვენი სახელმწიფოს ისტორიის ძალიან მძიმე ფურცელს, რომლის ტვირთიც თითოეულმა ჩვენგანმა ერთად უნდა ვზიდოთ. სამწუხაროდ, ეს დანაშაული ჩაიდინეს იმჟამად სახელმწიფოს სახელით მოქმედმა ბოროტმოქმედებმა“, - განაცხადა ბრეგაძემ.

 

მან საქმის დეტალებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელ ქართულ სახელმწიფოს პოლიტიკური დანაშაულებრივი რეჟიმის დროს ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის გამო კომპენსაციის გადახდა უწევს და იმის აღიარება, რომ ამ სახელმწიფოში იყო ასეთი პრაქტიკა ციხის ტერიტორიაზე.

 

იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, 2023 წლის 16 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობა „იყო სისტემატური ხასიათის და მთელი სისტემისთვის დამახასიათებელი“ პრობლემა.

 

ამასთან, ახლახან ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელსაც მხარი 577 დეპუტატმა დაუჭირა, 33 მოწინააღმდეგე იყო, ხოლო 26-მა კი თავი შეიკავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner