„მე არ წარმომიდგენია, რომ სახელმწიფოში მთავრობას და პასუხისმგებელ პირებს არ ჰქონოდათ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ხდებოდა ციხეებში“, - ამის შესახებ რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს ციხეებში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა. იუსტიციის მინისტრის თქმით, ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მაშინდელი ხელისუფლების წევებმა უნდა გაიზიარონ.
„რა თქმა უნდა, ის რაც ხდებოდა ციხის ტერიტორიაზე პირდაპირ რეაქციაში იყო იმ მოვლენებთან, რომლებიც მაშინ ქვეყნის ტერიტორიაზე ხდებოდა. წამება და არაადამიანური მოპყრობა გამოიყენებოდა მათ შორის პოლიტიკური შანტაჟისთვის. კერძოდ, იმისთვის, რომ ამ შეშინებულ ადამიანებს და მათ ახლობლებს არ გაებედათ და არ გამოეთქვათ პროტესტი და როგორც არჩევნებში, ასევე ყოველდღიურობაში მხარი დაეჭირათ „ნაციონალური მოძრაობისთვის“, - განაცხადა ბრეგაძემ.
მისივე თქმით, თუ სააკაშვილის ხელისუფლებას არ ჰქონდა ინფორმაცია ციხეში არსებულ ვითარებაზე, ეს უკვე სხვა ტიპის დანაშაულია და წინა ხელისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში პასუხისმგებელია, როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად.