„სახელმწიფოს სახელით მოქმედი ეს ბოროტმოქმედები ფაქტობრივად, თავიდან ბოლომდე განაგებდნენ ამ ადამიანების ბედს, რომელთა უფლებებიც, სხვათა შორის, მათ უნდა დაეცვათ და მათთვის ღირსეული პირობების უზრუნველყოფაზე უნდა ეზრუნათ, ასევე ახორციელებდნენ შანტაჟს პატიმართა ახლობლებზე და იყენებდნენ მათ გარკვეული პოლიტიკური დანიშნულებითაც“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მან იმ დანაშაულებრივ პრაქტიკაზე ისაუბრა, რომელიც საპატიმროებში წინა ხელისუფლების მმართველობის დროს არსებობდა. ბრეგაძემ დეტალურად აღწერა, თუ რაში მდგომარეობდა პატიმართა წამება და არაადამიანური მოპყრობა.
„სამწუხარო და დანაშაულებრივ პრაქტიკასთან გვქონდა საქმე 2012 წლამდე. სტრასბურგის სასამართლოც აღნიშნავ, რომ მხოლოდ 2012 წლის შემდეგ გაბედეს პატიმრებმა ამ დანაშაულებზე საუბარი. იმ დანაშაულებრივ რეჟიმს, რომელიც უშუალოდ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებობდა, მათ უკვე მიღწეული ჰქონდათ საკუთარი მიზნისთვის. ანუ, შიში იყო დასადგურებული და თუკი ვინმე გაბედავდა, ხმა ამოეღო ან ახლობლისთვის ეთქვა ცემის ან არაადამიანური მოპყრობის შესახებ, მას კიდევ უფრო დაუმატებდნენ და მისი წამება და ამისგან გამოწვეული, როგორც ფიზიკური ასევე სულიერი ტკივილი იქნებოდა კიდევ უფრო მეტად მძიმე. სახელმწიფოს სახელით მოქმედი ეს ბოროტმოქმედები ფაქტობრივად, თავიდან ბოლომდე განაგებდნენ ამ ადამიანების ბედს, რომელთა უფლებებიც, სხვათა შორის, მათ უნდა დაეცვათ და მათთვის ღირსეული პირობების უზრუნველყოფაზე უნდა ეზრუნათ, ასევე ახორციელებდნენ შანტაჟს პატიმართა ახლობლებზე და იყენებდნენ მათ გარკვეული პოლიტიკური დანიშნულებითაც კი, იმისთვის, რომ ელემენტარულად, ციხეში არ მოეკლათ“, - განაცხადა ბრეგაძემ.