logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების ყოველი მოქმედების მთავარი მიზანი იქნება ადამიანი
- +

30 აგვისტო. 2016. 13:54



„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე წინასაარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმთან" საუბრობს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ხელისუფლებამ განსაკუთრებული აქცენტი ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით გააკეთა.


 

„ჩვენ ძალიან საფუძვლიანად ვმუშაობთ, მოვამზადეთ ძალიან სერიოზული დოკუმენტი, წინასაარჩევნო პროგრამის სახით და ეს დოკუმენტი მოიცავს მთავრობისა და ხელისუფლების საქმიანობის ყველა მიმართულებას. ჩვენ დაპირებები გვექნება ყველა მიმართულებით, რასაც მოიცავს ხელისუფლების საქმიანობის სფერო. ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, ეკონომიკაზე. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი - ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური განვითარების ტემპების დაჩქარება. ერთ-ერთი მთავარი გზავნილი პრემიერის მიერ უკვე გაჟღერდა. ეს არის ცნობილი ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც უნდა გახდეს ეკონომიკური ზრდის მთავარი საფუძველი. ხელისუფლების ყოველი მოქმედების მთავარი მიზანი იქნება ადამიანი, როგორც მთავარი ღირებულება და სახელმწიფოს ყოველი მოქმედება ორიენტირებული იქნება ადამიანის კეთილდღეობისა და ცხოვრების პირობების დონის ამაღლებაზე",- განაცხადა კობახიძემ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner