logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: საშინელი ბულინგის ქვეშ ვარ... განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც „თავს მივეცი უფლება” და ივანიშვილს ღიად დავუჭირე მხარი...
- +

20 თებერვალი. 2023. 10:30

 

 

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს:

 

„საშინელი ბულინგის ქვეშ ვარ... განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც „თავს მივეცი უფლება” და ივანიშვილს ღიად დავუჭირე მხარი...

 

რა ვიცი, რა ვიცი... ღვინო დაწურაო და ბიძინას უგზავნისო... დაბადების დღე როგორ მიულოცა ამ „ბებერმა ბოზმაო“. და რა ვიცი, რამდენი ასეთი “სიტყვაკაზმული” პოსტი თუ კომენტარი მომიძღვნეს…

 

ისე, სიმართლე რომ გითხრათ, ეს ყველაფერი არ მაღელვებს და მეტიც, კარგად მაქვს დაცდილი...

 

მაინც განვმარტავ, ღვინო არასოდეს დამიწურავს და არც არავისთვის შემითავაზებია. თქვენ, ჩემმა მეგობრებმა, ეს კარგად იცით და საინტერესოა, საიდან მოიტანეს ეს აბსურდი და სისულელე? ასეთია ნეტავი მათ მიერ გავრცელებული ყველა „ჭეშმარიტება“?

 

ჰოო, რაც შეეხება “ბებერ ბოზს”. პირველად, როცა ასე შემამკეს, 40 წლის ვიყავი და მაგრად გავბრაზდი... ბებერზე... ახლა, 60 წლის ვარ და რაღა დროის ჩემი ბოზობაა-მეთქი, ვფიქრობ... მოკლედ, ჩამოყალიბდით რააა... სულ ეს არის ჩემი პოზიცია ამ ორგანიზებული ბულინგის მიმართ!

 

ასე რომ, ცოტა უფრო დაკვირვებით და ცოტა უფრო ახლოს სიმართლესთან, ჩემო საცოდავო, შეუმდგარო, ჩაბოღმილო და ყველაფრისმკადრებელო „ოპონენტებო”!

 

P.S.

ჩემო მეგობრებო, ჩემო კარგებო, გულიანებო, მაგრებო! მადლობა თქვენ, ყოველი სიტყვისთვის, ყოველი ემოციისთვის, რომელსაც არ იშურებთ სხვადასხვა პლატფორმაზე ჩემ დასაცავად! გენაცვალეთ მე თქვენ! ერთად ყველაფერს და ყველას მოვერევით! მთავარია, ახლა გადავრჩეთ ამ სამშობლოს მოღალატეების შემოსევისგან და გადავარჩინოთ ის, რაც სიცოცხლეზე მეტია- ჩვენი საქართველო!

 

მიყვარხართ, მეიმედებით, მეამაყებით!” - წერს ხათუნა ხოფერია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner