logo_geo
eng_logo
კახა კალაძე პაატა ბურჭულაძის განცხადებას „არასერიოზულს“ უწოდებს
- +

30 აგვისტო. 2016. 14:13


ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პლატფორმა „სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერ პაატა ბურჭულაძის განცხადებას სოციალური დახმარების ბენეფიციართა რაოდენობის მილიონამდე გაზრდის თაობაზე არასერიოზულად აფასებს.



არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო ამ კითხვას, თავს შევიკავებდი, რადგან არასერიოზული განცხადება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს გვყავს 500 000 სოციალურად დაუცველი და პაატას პარტია ამას მილიონამდე გაზრდის. არ ვიცი, რა მექანიზმებით აპირებს, გამიჭირდება ამაზე საუბარი", - განუცხადა კახა კალაძემ.



პაატა ბურჭულაძემ გუშინ განმუხურში სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა და სიტყვით გამოვიდა.



„ჩვენ გვაქვს გეგმა - დღეს სოციალური დახმარება ეძლევა 500 000 ადამიანს, ჩვენ ამას გავხდით ერთ მილიონს", - განაცხადა ბურჭულაძემ თავის გამოსვლაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner