logo_geo
eng_logo
ლალი ფაფიაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე აცილების თხოვნით მიმართა
- +

30 აგვისტო. 2016. 14:18


საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის მოსამართლე ლალი ფაფიაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე აცილების თხოვნით მიმართა.



თავს ვალდებულედ ვთვლი, გამოვეხმაურო 27 აგვისტოს, გადაცემაპოსტსკრიპტუმში" გასულ სიუჟეტს ჩემს მიმართ შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლო ყოველთვის იყო და იქნება გამოხატვის თავისუფლების ერთ-ერთი ძირითადი დამცველი, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში სამოქალაქო საზოგადოების გამოყენება ცალკეულ მოსამართლეებზე ან სასამართლოზე დაუსაბუთებელი დისკრედიტაციის მიზნით დაუშვებელი და მიუღებელია, ისევე, როგორც ეს ხელს უშლის სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას. მოსარჩელე მხარის მიერ ფაქტებით მანიპულირება, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის მოსამართლეებზე და მათი ოჯახის წევრებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, დაუსაბუთებელი ბრალდებები და ცილისწამება თანაბრად დაუშვებელია და ხელს უშლის სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას", - განაცხადა ლალი ფაფიაშვილმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner