logo_geo
eng_logo
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ერთობლივ სხდომაზე საქართველოს ელჩს თურქეთში, გიორგი ჯანჯღავას მოუსმინეს
- +

20 თებერვალი. 2023. 18:20

 

 

თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ დღეს პარლამენტარებს ქართულ დიასპორაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ერთობლივ სხდომაზე ონლაინ ჩართვისას ისაუბრა.

 

გიორგი ჯანჯღავას თქმით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში დაიღუპა საქართველოს 5 მოქალაქე.  განხორციელდა 40 მოქალაქის ევაკუაცია.  როგორც ელჩმა განაცხადა,  საქართველოს საელჩო ჩართული იყო საქართველოდან ჩამოსული 3.7 მლნ. ლარის ღირებულების ჰუმანიტარული ტვირთის კოორდინირებაში. მისივე ინფორმაციით, თურქეთის რეგიონში საქართველოს 200 მაშველი იმყოფებოდა.

 

ჩვენი მაშველები ჯერ კიდევ იმყოფებიან ზონაში და ჩვენ საგანგებო რეჟიმში გვიწევს მუშაობა“, - განაცხადა ელჩმა.

 

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს თურქეთში გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთისთვის მადლობა გადაუხადა.  კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოდან წასულ მაშველებს გაწეული საქმიანობისთვის.

 

როგორც ბექა ოდიშარიამ განაცხადა,  საქართველო მზად არის დაეხმაროს როგორც საქართველოს, ისე თურქეთის მოქალაქეებსაც.

 

 „დღეს რა თქმა უნდა მნიშვნელობა არ აქვს ჩვენ ქართველებს ვეხმარებით თუ თურქებს. გთხოვთ ყველას, ვისზეც ხმა მიგიწვდებათ გადასცეთ, რომ საქართველოს ხალხს, ხელისუფლებას ახსოვს, რომ ბოლო 30 წელიწადი ყველაზე  პირველი დახმარების ხელს სწორედ თურქეთის ხელისუფლება უწვდიდა საქართველოს. ჩვენ თავს მოვალედ ვთვლით, რომ გვერდში დავუდგეთ თურქ ხალხს ამ გაჭირვებაში“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner