„სანდრა რულოვსმა ადრე ნაცადი იაფფასიანი პიარ-ილეთი გამოიყენა და განმუხური-ანაკლიის ხიდზე შეკრებილ მცირერიცხოვან მხარდამჭერებს დამტვრეული მეგრულით მიმართა: „ბრუო ოქტომბერი გამარჯვებაში დოჩხოფაში (სწორი ფორმაა „დოჭყაფაში") დღა რე!" რვა ოქტომბერი გამარჯვების დაწყების დღეაო!", - ამის შესახებ გაზეთი „ასავალ-დასავალი" სტატიას აქვეყნებს.
გამოცემის თქმით, სააკაშვილის რეჟიმის დროს სამეგრელომ არნახული ტერორი იწვნია და არაერთი უბედურება გადაიტანა. იმ დროს, როცა სააკაშვილის ჯალათები ხალხს აწამებდნენ, სანდრა რულოვსი ცხოვრებით ტკბებოდა და სამეგრელოს არსებობა არც ახსოვდა.
„ასავალ-დასავალის" თქმით, ამ ყველაფრის შემდეგ სანდრა რულოვსის სამეგრელოში ჩასვლა და მითუმეტეს, მაჟორიტარობაზე კენჭისყრა თავხედობისა და უტიფრობის ტოლფასია.
„იყო დრო, როცა სანდრა რულოვსმა მეგრულად ნამღერი „დიდოუ-ნანა"-თი სამეგრელოს გრძნობებზე ითამაშა და მეგრელებმა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანაში აქტიური როლი შეასრულეს, მაგრამ დღეს სააკაშვილის ცოლის იაფფასიანი ფანდები სამეგრელოს მოსახლეობაზე აღარ გაჭრის! იმიტომ, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს სამეგრელომ არნახული ტერორი იწვნია! იმიტომ, რომ სააკაშვილის რეჟიმმა სამეგრელო სათარეშოდ მისცა მანიაკ ახალაიებს, მეგის ქარდავებს, კოხტა კოდუებს და თენგიზ გუნავებს, რომლებსაც ხალხის დაშინების, უკანონოდ დაპატიმრების, გატაცებისა და ცემა-წამების მეტი არაფერი უკეთებიათ!
დიახ, სააკაშვილის რეჟიმმა სამეგრელოს ღირსება აჰყარა! დიახ, მეგრელებო, ჩემო ძვირფასებო, შესაძლოა, ამის აღიარება გვიჭირს და გვესირცხვილება, მაგრამ ჩვენი საყვარელი მშობლიური კუთხე სააკაშვილის რეჟიმის დროს ღირსებააყრილი და ნამუსახდილი იყო! დიახ, ნამუსახდილი და სულში ჩაფურთხებული!
სააკაშვილის რეჟიმმა სამეგრელოში გააკეთა ის, რას საქართველოს არცერთ კუთხეში არ გაუკეთებია - ტყეში საწამებელი ბუნაგები მოაწყო და მეგრელი მამაკაცები გააუპატიურა! დიახ, სამეგრელოში სააკაშვილის რეჟმის მიერ გაუპატიურებული კაცების ცოდვა ჰგიებს!
სამეგრელოს ტყეები დღემდე ინახავს სააკაშვილის ჯალათების მიერ მაგიდაზე დაბმული და გაუპატიურებული მეგრელი ბიჭების სულისშემძვრელი ბღავილის ექოს!
სააკაშვილის ცოლი კი სამეგრელოში არჩევნების მოგებას გეგმავს და ლაზიკას აშენებას გვპირდება! არადა, სანდრა რულოვსს არანაირი უფლება არ აქვს, სამეგრელოს მიწაზე ფეხი დადგას და მეგრელებს თვალებში ჩახედოს, დეპუტატად კენჭისყრა კი მისი მხრიდან თავხედობის, უტიფრობისა და უზნეობის აპოთეოზია!
როცა სამეგრელო სააკაშვილ-ახალაიების რეჟიმის უღელქვეშ გმინავდა, როცა სააკაშვილ-ახალაიების ჯალათები მეგრელ კაცებს ტყეში აუპატიურებდნენ, მაშინ სანდრა რულოვსი ცხოვრებით ტკბებოდა და სამეგრელოს არსებობა აღარც კი ახსოვდა!
2016 წლის 8 ოქტომბერს სამეგრელომ თავისი შვილების გამაუპატიურებლებზე შური უნდა იძიოს", - წერს გაზეთი „ასავალ-დასავალი".