logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენი: აშშ მტკიცედ უჭერს მხარს შვედეთისა და ფინეთის ნატოში სწრაფად გაწევრიანებას
- +

20 თებერვალი. 2023. 19:25

 

თურქეთში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს შვედეთისა და ფინეთის ნატოში სწრაფად გაწევრიანებას.

ფინეთმა და შვედეთმა უკვე გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომელიც მათ შეასრულეს სამმხრივი შეთანხმების მემორანდუმის ფარგლებში“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

თავის მხრივ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ ალიანსის ყველა მხარემ უნდა დაარწმუნოს შვედეთი, რომ ზომები მიიღოს ანკარას მიერ დაყენებული საკითხების გადასაჭრელად.

შვედეთმა კანონში ცვლილებები შეიტანა, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ შვედეთში ყველა სახის საქმიანობა, მათ შორის ტერორიზმის დაფინანსება, მებრძოლების დაქირავება და პროპაგანდა გრძელდება. თუ ისინი გადადგამენ ნაბიჯებს, რომელიც დაარწმუნებს ჩვენს პარლამენტსა და ხალხს, შეიძლება ამ მიმართულებით განვითარება მოხდეს“, - აღნიშნა მან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner