logo_geo
eng_logo
„პაპუაშვილს შეეშინდა...“
- +

30 აგვისტო. 2016. 14:26


„პაპუაშვილს შეეშინდა, რომ პლენუმზე კენჭისყრას წააგებდა, ვინაიდან დანარჩენი რვა მოსამართლიდან ხუთი მისი და „ნაციონალური მოძრაობის" გავლენიდან უკვე გამოსულია..."-ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი" საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით წერს.


როგორც „პრაიმტაიმი" იუწყება, მიუკერძოებლობის კითხვის ნიშნის ქვეშ ამჯერად სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი და მისი მხარდამჭერი სამი მოსამართლე დგას.


„ობიექტურობის და მიუკერძოებლობის კითხვის ნიშნის ქვეშ ამჯერად სასამართლოს თავმჯდომარე და მისი მხარდამჭერი სამი მოსამართლე დგას, ვინაიდან, მედიას ახლა სწორედ მათ შესახებ აინტერესებს - თამაშობენ თუ არა „ნაციონალური მოძრაობის" თამაშის წესებით და ეხმარებიან თუ არა „რუსთავი 2" -ისა და „კაბელების საქმის" წარმომადგენლებს სარჩელში კონსტიტუციური მოთხოვნების დამატებასა და საერთოდ, სარჩელების შეცვლას...

 

სწორედ ამიტომაც, პაპუაშვილი იძულებული გახდა, ფორმალურად მაინც შეექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც დადებდა დასკვნის პროექტს, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლის, ან მოსამართლის „ბრალეულობა" შეიძლებოდა გამოკვეთილიყო...

 

ამ ჯგუფში, პაპუაშვილის გარდა, კიდევ ორი მოსამართლე შედიოდა- მაია კოპალეიშვილი და ოთარ სიჭინავა. კოპალეიშვილის შესახებ უკვე ვიცით, რომ ის ნიკა გვარამიას ახლო მეგობარი და ნათელ-მირონი აღმოჩნდა. გაირკვა სხვა მოსამართლეების კავშირებიც „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორთან. ამიტომაც ამ სამუშაო ჯგუფის შექმნის პარალელურად, პარლამენტიდან საკონსტიტუციო სასამართლოში გაიგზავნა შუამდგომლობები სამი მოსამართლის „რუსთავი 2"-ის საქმიდან ჩამოცილების შესახებ.

დღის წესრიგში პლენუმის საორგანიზაციო სხდომის ჩატარება დადგა...

მოულოდნელად, მოსამართლეებმა მიიღეს შეტყობინება, რომ პლენუმის საორგანიზაციო სხდომა გადაიდო. მიზეზი არავისთვის აუხსნით...

 

თუმცა მიზეზი ისედაც ცხადია: როგორც წესი, სხდომამდე ყველა მოსამართლე ტვირთავს ქსელში საკუთარი შეხედულების შესახებ განსახილველ საკითხზე. პაპუაშვილისთვის რთული გასათვლელი სულაც არ უნდა ყოფილიყო, პლენუმის ჩატარების შემთხვევაში რა შედეგს მიიღებდა. ამიტომაც, მისი მხრიდან ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკურიცაა.

 

ამ ამბავს მმართველი გუნდიდან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. გაჩნდა საფუძველი ეჭვის იმაზე, რომ პაპუაშვილს შეეშინდა, რომ პლენუმზე კენჭისყრას წააგებდა, ვინაიდან დანარჩენი რვა მოსამართლიდან ხუთი მისი და „ნაციონალური მოძრაობის" გავლენიდან უკვე გამოსულია..."- წერს „პრაიმტაიმი".





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner