logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი: 2021 წელს აშშ-მ რუსეთის მოქალაქეების სავიზო განაცხადების 71 პროცენტი, ხოლო საქართველოს მოქალაქეების სავიზო განაცხადების მხოლოდ 37 პროცენტი დააკმაყოფილა
- +

20 თებერვალი. 2023. 23:48

 

 

“2021 წელს აშშ-მ რუსეთის მოქალაქეების სავიზო განაცხადების 71 პროცენტი, ხოლო საქართველოს მოქალაქეების სავიზო განაცხადების მხოლოდ 37 პროცენტი დააკმაყოფილა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი წერს.

 

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით მკაცრ სავიზო პოლიტიკას ატარებს, რის გამოც, ქართველები სახიფათო გზას ირჩევენ და მექსიკის გავლით ცდილობენ აშშ-ის საზღვრის გადაკვეთას.

 

“N1 სტრატეგიული პარტნიორი”, რომელიც საკუთარ ქვეყანაში შესვლის უფლებას რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობას მარტივად აძლევს, ხოლო ქართველებს სასიკვდილო გზაზე უშვებს მექსიკის უდაბნოებში… აშშ საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით საკმაოდ მკაცრ სავიზო პოლიტიკას ატარებს. მაგალითად, 2021 წელს აშშ-მ რუსეთის მოქალაქეების სავიზო განაცხადების 71 პროცენტი, ხოლო საქართველოს მოქალაქეების სავიზო განაცხადების მხოლოდ 37 პროცენტი დააკმაყოფილა.“ - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner