ალექსანდრე ყაზბეგის გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის კვეთასთან არსებულ გზაჯვარედინზე დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეფერხდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ უცვლელად, არსებული სქემის შესაბამისად.
სამუშაოები 21 თებერვლიდან პირველი აპრილის ჩათვლით იწარმოებს.