logo_geo
eng_logo
თურქეთის ჰათაის პროვინციაში დღეს მომხდარ მიწისძვრას, სულ მცირე, 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 213 - დაშავდა
- +

21 თებერვალი. 2023. 00:38

 

თურქეთის ჰათაის პროვინციაში დღეს მომხდარ მიწისძვრას, სულ მცირე, 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 213 - დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ქწვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დღეს თურქეთის ჰათაის პროვინციაში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ეპიცენტრი დეფნეს მუნიციპალიტეტში იყო. სამი წუთის ინტერვალით ამავე პროვინციაში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი სამანდაგის რაიონში მდებარეობდა.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 41 ათასს გადააჭარბა. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სამაშველო ჯგუფებმა სამუშაოები ორი ყველაზე დაზარალებული პროვინციის, ქაჰრამანმარაშისა და ჰათაის გარდა, ყველგან შეწყვიტეს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner