logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი ვარშავაში ჩავიდა
- +

21 თებერვალი. 2023. 09:17

 

 

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვარშავაში ჩავიდა. კიევში ვიზიტის შემდეგ ჯო ბაიდენი უკრაინის დედაქალაქიდან პოლონეთის სასაზღვრო ქალაქ პშემისლში მატარებლით ჩავიდა, საიდანაც თვითმფრინავით ვარშავაში გაემგზავრა.

 

პოლონეთში ჯო ბაიდენი პრეზიდენტ ანჟეი დუდასთან გამართავს მოლაპარაკებებს. ასევე, შეხვდება უკრაინელ ლტოლვილებს. ამასთან, ჯო ბაიდენს დაგეგმილი აქვს შეხვედრა „ბუქარესტის ცხრიანის“ ლიდერებთან.

 

ევროპაში ჯო ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის წლისთავს უკავშირდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner