logo_geo
eng_logo
„ყველაზე დახურული და ხელშეუხებელი ორგანო დისკრედიტირებული ხდება“
- +

30 აგვისტო. 2016. 14:29



„პაპუაშვილის მიერ მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ განცხადებით დაწყებული ბრძოლა ნამდვილად სახეზეა, თუმცა სხვა „მსხვერპლით" და სულ სხვა „მოძალადით"... - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი" წერს.


როგორც „პრაიმტაიმი" აღნიშნავს, საკონსტიტუცი სასამართლო ყველაზე დახურული და ხელშეუხებელი ორგანო დისკრედიტირებული ხდება, რადგან კონკრეტულ მედიასაშუალებებს საშუალება ეძლევათ, მიაღწიონ ყველაზე მიუღწეველ დოკუმენტაციასთან.


„კულისებში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ პაპუაშვილის გუნდი გათვლას ყველაზე მეტად მოსამართლე ლალი ფაფიაშვილზე აკეთებს და ეს თუ მართლაც ასე მოხდება, ხუთი ოთხზე ხმები საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე პაპუაშვილის სასარგებლოდ განაწილდება.

 

შესაბამისად, თუ დღეს ჩნდება კითხვები, რატომ უნდათ გვარამიას და მის მხარდამჭერებს საქმის ხან ფორსირებულად განხილვა, ხან კი გაჭიანურება, პასუხი მარტივია - საქმეს როგორც დასჭირდება, ისე: თუ ჩათვლიან, რომ გარემოპირობები მომწიფებულია სასურველი შედეგის მისაღებად, მაშინ ამ შედეგის მიღება სასწრაფოდ არის საჭირო, ან - პირიქით...

 

ერთი სიტყვით, აქამდე ყველაზე დახურული და ხელშეუხებელი ორგანო, ყველაზე გამჭვირვალე, ხელშესახები და უფრო მეტიც, დისკრედიტირებული ხდება. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან კონკრეტულ მედიასაშუალებებს უკვე ეძლევათ ნება, მიღწევადი გახდნენ ყველაზე მიუღწევად დოკუმენტაციასთან. იქექება კონკრეტული საქმეები, არქივები, ნათესავ- მეგობრული კავშირები და მიღებული „ნაგავი" შავად იფინება კონკრეტულ ეთერებში...

 

სანამ კონკრეტული პოლიტიკოსები აანონსებდნენ, რომ პაპუაშვილს გავლენიდან გასული ხუთი მოსამართლის მიმართ „ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირებული მედიასაშუალებები შავი პიარის აგორებას გეგმავდნენ, დღეს უკვე სახეზე გვაქვს ფაქტი, რომ ეს ნამდვილად ასე მოხდა...

 

შესაბამისად, პაპუაშვილის მიერ მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ განცხადებით დაწყებული ბრძოლა ნამდვილად სახეზეა, თუმცა სულ სხვა „მსხვერპლით" და სულ სხვა „მოძალადით"...- წერს „პრაიმტაიმი".



 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner