logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაური: პროექტმა „ემეგობრე პოლიციას“ მოსახლეობაში, ახალგაზრდებში ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, გავაგრძელებთ და უფრო გავაფართოებთ
- +

21 თებერვალი. 2023. 19:08

„ემეგობრე პოლიციას“, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ, ეს ძალიან კარგი პროექტი იყო - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.

„ემეგობრე პოლიციას“, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ, ეს ძალიან კარგი პროექტი იყო. მოსახლეობაში, ახალგაზრდებში ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, გავაგრძელებთ და უფრო გავაფართოებთ.

ვფიქრობთ, უფრო მეტი გაკეთდეს. ასევე. სკოლებში გვქონდა შეხვედრები ბავშვებთან, ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით და ეს ნამდვილად გაგრძელდება აუცილებლად", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner