logo_geo
eng_logo
სტოლტენბერგი: პუტინი მეტი ომისთვის ემზადება
- +

21 თებერვალი. 2023. 19:33

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი მეტი ომისთვის ემზადება.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსი სულ უფრო მეტად არის შეშფოთებული იმის გამო, რომ ჩინეთი რუსეთის მხარდაჭერას გეგმავს.

„პუტინმა დაიწყო იმპერიული დაპყრობის ეს ომი. პუტინი განაგრძობს ამ გზით ესკალაციას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

„რუსეთი ახალ თავდასხმებს იწყებს, მეტი ჯარის მობილიზებას ახდენს. ჩვენ ასევე სულ უფრო შეშფოთებულნი ვართ, რომ ჩინეთი შესაძლოა გეგმავდეს რუსეთის ლეტალური იარაღით მხარდაჭერას“, - განაცხადა მან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner