საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი, პოლიტიკური დევნილი თემურ ბასილია გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საუბრობს იმ შეცდომებზე, რაც მიხეილ სააკაშვილმა თავისი მმართველობის პერიოდში დაუშვა.
„არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილის მხრიდან შეცდომებს კი არა, ყოველივე ქართულის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებებს ჰქონდა ადგილი!
მიხეილ სააკაშვილის შეცდომები:
1. ყოველივე ქართულის მიმართ სიძულვილი და ქართული ენის, ქართული კულტურის, ქართული მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა;
2. ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის დამყარება;
3. რეალური ოპოზიციის და ყველა იმ პირის დევნა, ვინც არ ეთანხმებოდა მას;
4. 2008 წლის აგვისტოს ავანტიურის წამოწყება ცხინვალის რეგიონში;
5. უახლოეს გარემოცვაში არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი პირების შემოკრება", - აცხადებს თემურ ბასილია.