logo_geo
eng_logo
ბლინკენი: რუსეთის გადაწყვეტილება შეაჩეროს მონაწილეობა სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში უპასუხისმგებლოა
- +

22 თებერვალი. 2023. 01:31

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება შეაჩეროს მონაწილეობა სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში ღრმად სამწუხარო და უპასუხისმგებლოა.

„ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, თუ რას გააკეთებს რუსეთი სინამდვილეში. აშშ უზრუნველყოფს სათანადო პოზიციას ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელებთ პასუხისმგებლობით მოქმედებას ამ სფეროში, ეს ასევე არის ის, რასაც დანარჩენი მსოფლიო ელის ჩვენგან“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

დღეს ვლადიმირ პუტინმა ფედერალურ საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში მონაწილეობას აჩერებს.

რუსეთის პრეზიდენტის განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატები ნატოს მეშვეობით აღნიშნულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ულტიმატუმს აყენებს და ყველა პუნქტის შესრულებას ითხოვს. სიტყვით გამოსვლის დროს, ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინაში არსებულ ვითარებას ნაბიჯ-ნაბიჯ მოაგვარებს. ამასთან, კრემლის ლიდერმა განაცხადა, რომ დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდის პარალელურად, რუსეთს თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერება მოუწევს. რუსეთის ლიდერმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გაღვივებაში, დასავლეთი დაადანაშაულა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner