logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი: ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევი რჩება
- +

20 თებერვალი. 2023. 01:52

პოლონეთში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მადლობა გადაუხადა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის მიიჩნევს, რომ უკრაინა უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ჩვენ ოდესმე ვიყავით.

„მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ შეერთებული შტატების ერთგულება რეალურია და რომ ერთი წლის შემდეგ მე ვიტყოდი, რომ ნატო უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევი რჩება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბაიდენმა პოლონეთის მხარდაჭერას უკრაინისადმი ნამდვილად არაჩვეულებრივი უწოდა და მადლობა გადაუხადა ქვეყანას მილიონზე მეტი უკრაინელის მიღებისთვის.

right_banner right_banner
არქივი
right_banner