მექსიკაში მომხდარი ავარიის შედეგად, 17 მიგრანტი დაიღუპა, 15 კი ჰოსპიტალიზებულია.
ავტოსაგზაო შემთხვევა საავტომობილი ტრასაზე მოხდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მართვა დაკარგა. ავტობუსით ვენესუელელი, კოლუმბიელი და ცენტრალური ამერიკის სხვა ქვეყნების წარმომადგენლები მგზავრობდნენ.