logo_geo
eng_logo
ბორელი: უკრაინის არმიას სასწრაფოდ ესაჭიროება დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა
- +

22 თებერვალი. 2023. 01:15

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინას მეტი საბრძოლო მასალა სჭირდება.

ჟოზეფ ბორელის თქმით, მომდევნო რამდენიმე კვირა უკრაინაში მიმდინარე ომში გადამწყვეტი იქნება.

უკრაინის არმიას სასწრაფოდ ესაჭიროება დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა რუსეთის აგრესიის დასაძლევად“, - აღნიშნა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

საამისოდ დრო არსებითია. სიჩქარე ნიშნავს სიცოცხლეს. სასწრაფოდ უნდა ვუპასუხოთ. არა მხოლოდ მეტი მხარდაჭერა, არამედ მისი უფრო სწრაფი უზრუნველყოფაა საჭირო“, - დასძინა ბორელმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner