logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაური: ის, რომ პოლიციელები უწყებას ტოვებენ, სიმართლეს არ შეესაბამება
- +

21 თებერვალი. 2023. 21:08

"ის, რომ უწყებას ტოვებენ და გარბიან ჩვენი პოლიციელები, სიმართლეს არ შეესაბამება," - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, სამინისტროდან პოლიციელების გადინების შესახებ ერთ-ერთი დეპუტატის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, გარკვეული მედიასაშუალებების მიერ მიზანმიმართულად ხდება პოლიციელების გადინების თაობაზე არასწორი ინფორმაციის გავრცელება.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში 1108 თანამშრომელმა დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტრო და მივიღეთ 1047 ახალი თანამშრომელი. ცოტა მეტი წავიდა, ვიდრე 2022 წელს მივიღეთ. ის, რომ უწყებას ტოვებენ და გარბიან ჩვენი პოლიციელები, სიმართლეს არ შეესაბამება. სამწუხაროდ, ესეც იმ ტელევიზიების აწეული თემებია, რომლებსაც არ ვუყვარვართ, თითქოს გარბიან პოლიციელები. ეს გადინება ხდებოდა 90-იან წლებშიც, 2000-იან წლებშიც და დღესაც ხდება. მიდიან უკეთესი სამსახურის საძებნელად და მეტი ანაზღაურებისთვის, თუმცა, იცით, რომ გავზარდეთ ხელფასები. მოემატათ 30% და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner