logo_geo
eng_logo
გრიგოლ გიორგაძე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
- +

30 აგვისტო. 2016. 15:13



დღეს სამების ახალგაზრდულ ცენტრში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე დაესწრო.


საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 2000-ზე მეტი პირი  ითვლება დაკარგულად. მათი ოჯახები ახლობელი ადამიანის უცნობი ბედ-იღბლის გამო მრავალი წელია გაურკვეველ ვითარებაში იმყოფებიან.


30 აგვისტო, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე, მსოფლიოში 1983 წლიდან, ხოლო სრულიად საქართველოში 2011  წლიდან აღინიშნება. ამ დღის მიზანია უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა პატივისცემა, მათი ოჯახების მხარდაჭერა, ფართო საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება იმ შედეგების შესახებ, რაც ოჯახისთვის ადამიანის გაუჩინარებას მოაქვს.


ამ ღონისძიებებზე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს მთელი საქართველოს მასშტაბით საშუალება ეძლევათ, შეხვდნენ მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებს, კიდევ ერთხელ გაიხსენონ გაუჩინარებული ახლობლები და ერთმანეთს გაუზიარონ განცდები.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner