logo_geo
eng_logo
ნატოს 2024 წლის სამიტი აშშ-ში გაიმართება
- +

21 თებერვალი. 2023. 22:02

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ნატოს 2024 წლის სამიტი აშშ-ში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„მომავალ წელს ნატოს ყველა წევრს ვუმასპინძლებ აშშ-ში 2024 წლის სამიტზე. ჩვენ ერთად აღვნიშნავთ მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი თავდაცვითი ალიანსის - ნატოს 75 წლის იუბილეს“, - განაცხადა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა კვლავ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა ნატოსა და ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიმართ, რომლის თანახმად, ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა ყველა წევრზე თავდასხმაა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner