logo_geo
eng_logo
კნუტ ფლეკენშტაინი: საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის გარემო არის გაცილებით უკეთესი, ვიდრე წლების წინ
- +

30 აგვისტო. 2016. 15:17



ევროპარლამენტის სოციალისტებსა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი „ქართული ოცნების" საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებს შეხვდა.


ევროპარლამენტის სოციალისტებსა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი კნუტ ფლეკენშტინი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებს გიორგი ვოლსკის, ზვიად კვაჭანტირაძესა და გია ჟორჟოლიანს შეხვდა.



შეხვედრის ძირითადი თემები საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შეფასება იყო.



ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა პარტიის წევრებთან, მათ ვესაუბრეთ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ და მინდა წარმატებები ვუსურვო მომავალ არჩევნებში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის გარემო არის გაცილებით უკეთესი ვიდრე წლების წინ იყო" , - განაცხადა კნუტ ფლეკენშტაინმა.



ჩვენ შევთანხმდით დეტალებზე, როგორ უნდა ითანამშრომლოს არამარტო ევროპის სოციალ-დემოკრატიულმა სისტემამ და ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, არამედ ცალკეული ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სისტემაზე და სტრატეგიულ მიმართულებებზე შევთანხმდით. შევაფასეთ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.



შეხვედრის მონაწილეებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი და მისი წარმატებით დასრულების იმედი გამოთქვეს.



ძალიან მიხარია, რომ ამ საკითხში ყველა პარტია ერთად დგას, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც, მე მას შევხვდი სტრასბურგში, მან გამოთქვა სურვილი, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი საქართველოსთვის. თქვენი ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს ვიზა-ლიბერალიზაციას", - განცხადა კნუტ ფლეკენშტაინმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner