logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი: ჯერ არმიღებულმა კანონმა უკვე დიდი საქმე გააკეთა - დე ფაქტო, უკვე ყველამ გამოაცხადა თავი უცხოური გავლენის აგენტად
- +

22 თებერვალი. 2023. 14:17

 

 

„საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხმაურება.

 

მისი განცხადებით, კანონმა, რომელიც ჯერ არც კი მიუღიათ, უკვე დიდი საქმე გააკეთა და უსაფუძვლო პროტესტით უკვე ყველამ თავი გამოავლინა, როგორც უცხოური გავლენის აგენტმა.

 

„ჯერ არმიღებულმა კანონმა უკვე დიდი საქმე გააკეთა. მართალია, ფორმალურ რეგისტრაციაზე უარს ამბობენ, მაგრამ ყოვლად უსაფუძვლო და უარგუმენტო პროტესტით, დე-ფაქტო, უკვე ყველამ გამოაცხადა თავი უცხოური გავლენის აგენტად,“ - წერს ვატო შაქარიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner