„როგორც „ვივამედში“ გამართულ ბრიფინგზე ითქვა, ყველაფერი კეთდება სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის, უტარდება შესაბამისი კვლევები და მკურნალობა. მკურნალობის პროცესში, გამოჯანმრთელებისთვის და შედეგის მიღწევისთვის ორი მხარის მონაწილეობაა საჭირო, ერთ მხარეს ექიმი წარმოადგენს, მეორეს კი პაციენტი, რთულია, დადებით შედეგზე გახვიდე, თუ პაციენტის თვითმიზანს გამოჯანმრთელება არ წარმოადგენს“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
მისი თქმით, სააკაშვილს არ აქვს საკვების მიუღებლობა, ის ყველაფერს ირგებს რასაც ჭამს, მაგრამ სამწუხაროდ ოჯახის წევრების მხრიდან ხდება არასრულფასოვანი საკვების მიწოდება.
„სამწუხაროდ, სააკაშვილის და მისი გარემოცვის მთავარ მიზანს პაციენტის (სააკაშვილის) გამოჯანმრთელება არ წარმოადგენს! მიზანმიმართულად ხდება პაციენტის არასრულფასოვანი კვება, მისი დღიური კალორაჟი დადგენილი 1700-ის ნაცვლად 600 კალორიას იღებს. რაც, რა თქმა უნდა, მკურნალობის ეფექტურობაზე უარყოფითად მოქმედებს, რაც მთავარია ,სააკაშვილს არ აქვს საკვების მიუღებლობა, ის ყველაფერს ირგებს, რასაც ჭამს, მაგრამ სამწუხაროდ ოჯახის წევრების მხრიდან ხდება არასრულფასოვანი საკვების მიწოდება“, - წერს ჩიხელიძე.