logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ევროკავშირის დამფუძნებელი მამები კოშმარებშიც ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ათწლეულების შემდეგ ევროპის მმართველი სტრუქტურები კორუფციის უპრეცედენტო ჭაობში ჩაეფლობოდნენ
- +

22 თებერვალი. 2023. 15:53

 

 

„იმაზე, რასაც ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ხშირად წერს, ცალკეული ქართველი მკითხველებისთვისაა სიახლე, თორემ დასავლეთში ცხარე დისკუსიების თემებია. თუმცა, აქაური არაერუდირებული ვითომ ლიბერალები შათირიშვილის, მისი თანამოაზრეების და საზოგადოების საგრძნობი ნაწილის მოსაზრებებს ე.წ. ბნელ და „რუსულ“ გზავნილებად რაცხავენ. არაა გასაკვირი, რადგან ნაცოპოზიციურ ფლანგზე არაინფორმირებულ გაუნათლებელთა პრეტენზიული ბოგინია“, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.

 

მისი თქმით, დასავლეთში არსებული ბოლოდროინდელი ტენდენციის მიხედვით, ემოციები და აღქმები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რეალობა და ფაქტები.

 

როგორც გია აბაშიძე აღნიშნავს, უმცირესობის მიერ თავსმოხვეული ე.წ. ახალ ლიბერალურ წესრიგს, საერთო აღარაფერი აქვს ლიბერალიზმის თავდაპირველ ცნებასთან , რომელიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე და რელიგიურ რწმენაზე იყო დაფუძნებული.

 

„იმაზე, რასაც ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ხშირად წერს, ცალკეული ქართველი მკითხველებისთვისაა სიახლე, თორემ დასავლეთში ცხარე დისკუსიების თემებია. თუმცა, აქაური არაერუდირებული ვითომ ლიბერალები შათირიშვილის, მისი თანამოაზრეების და საზოგადოების საგრძნობი ნაწილის მოსაზრებებს ე.წ. ბნელ და "რუსულ" გზავნილებად რაცხავენ. არაა გასაკვირი, რადგან ნაცოპოზიციურ ფლანგზე არაინფორმირებულ გაუნათლებელთა პრეტენზიული ბოგინია. დასავლეთიდან წამოვიდა, რომ „პოსტსიმართლის“ (Pოსტ-ტრუტჰ) ეპოქაში, ემოციები, სლოგანები და აღქმები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მწარე რეალობისთვის თვალის გასწორება და გამოსავლის ძიება. ევროკავშირის დამფუძნებელი მამები კოშმარებშიც ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ათწლეულების შემდეგ ევროპის მმართველი სტრუქტურები კორუფციის უპრეცედენტო ჭაობში ჩაეფლობოდნენ, რომ განსხვავებული აზრი ექსტრემიზმად ჩაითვლებოდა, რომ უმრავლესობას თავს მოახვევდნენ უმცირესობის ე.წ. ახალ ლიბერალურ წესრიგს, რომელშიც უზენაესნი არიან დიდი მთავრობა [ეფექტურობა შერყეულია და უნიათოა ეკონომიკური გამოწვევების წინაშე] და კულტურული მემარცხენეობა.

 

ლიბერალიზმი ოდესღაც ნიშნავდა ისეთი უფლებების მხარდაჭერას, როგორიცაა სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება და რელიგიური რწმენა და ახლა ნიშნავს, მაგალითად, აბორტისა და ტრანსგენდერული იდეოლოგიის მხარდაჭერას. თუ ეს საკამათოა, ფსევდოლიბერალთა უკიდურესად სუბიექტური შეფასებით, ხარ რადიკალი ულტრამემარჯვენე და 'აუტსაიდერი'. არა და მართლაც მარგინალები გახდნენ ისინი, ვის ხელშიცაა უზარმაზარი რესურსები და ხალხებს თავს ახვევენ მათთვის მიუღებელ პოლიტიკებს. „უმეტესობას უბრალოდ სურს იცხოვროს თავისუფლებასა და მშვიდობაში, მაგრამ ჩვენ თავდასხმის ქვეშ ვართ მემარცხენე კულტურული ომის დროს, რომელიც არ დაგვიწყია და არასდროს გვინდოდა ბრძოლა.

 

ყოველ დღე გვეუბნებიან, რომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა მათ რიტუალებში, მივესალმოთ მათ დროშებს და თაყვანი ვცემთ მათ ცრუ კერპებს... ეს არ არის ნორმალური. ეს სიგიჟეა და არასწორია“, - აცხადებს ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში არკანზასის შტატის გუბერნატორი, ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილი პრესმდივანი სარა ჰაკაბი სანდერსი. რას ვიზამთ? ვირუსულად მოდებულ სიგიჟეებთან გვიწევს შერკინება ბრძოლაში, რომელშიც საღი აზროვნება და მიდგომა აუცილებლად გაიმარჯვებს“, - წერს აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner