„თუ საჭიროა, ომიც უნდა გვინდოდეს, დავით აღმაშენებელზე რომ თქვეს, ჩვენ ეგ ვართ, მაგ ხაზს ვატარებთო, იმ კაცმა ომით გააკეთა თავისი გასაკეთებელი“, - ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, ისტორიის სახელმძღვანელოში უნდა ჩაიხედოს.
„თავიდანვე, როგორც კი ითქვა, რომ მშვიდობა არის ყველაზე დიდი ღირებულება, თავისთავად, ვინ შეიძლება შეეკამათოს, ამაშია მთელი „მუღამი“ ამისი, ისეთ რამეს ამბობენ - აბა ომი გინდათ? უნდა გითხრათ, რომ თუ საჭიროა, ომიც უნდა გვინდოდეს და დავით აღმაშენებელზე რომ თქვეს, ჩვენ ეგ ვართ, მაგ ხაზს ვატარებთო, იმ კაცმა ომით გააკეთა თავისი გასაკეთებელი. თუ ვინმეს ამაში რამე ეჭვი ეპარება, უბრალოდ ისტორიის სახელმძღვანელოში უნდა ჩაიხედოს, მაგრამ მშვიდობას თუ გამოაცხადებ და უსაფრთხოებას მთავარ ღირებულებად, მაშინ დათმეთო, ბატონო, თავისუფლება, ესაა სულ მათი ფილოსოფია“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.