აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დაიცავს.
ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ გააძლიერა უკრაინისათვის უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა.
„ჩვენ ერთად გავაგრძელებთ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას მაშინ, როდესაც ისინი თავიანთ თავისუფლებას იცავენ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ბაიდენმა დასძინა, რომ აბსოლუტურად ცხადია, რომ აშშ დაიცავს ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს.