ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა, რომ ოფიციალური პეკინი კონსტრუქციულ როლს ითამაშებს უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკურ დარეგულირებაში.
„ჩინური მხარე, ისევე როგორც წარსულში, მტკიცედ დაიცავს ობიექტურ და მიუკერძოებელ პოზიციას და ითამაშებს კონსტრუქციულ როლს კრიზისის პოლიტიკურ დარეგულირებაში“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში.
ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პუტინს განუცხადა, რომ პეკინი მზად არის, იმუშაოს რუსეთთან პოლიტიკური ნდობისა და პრაგმატული თანამშრომლობის გასაღრმავებლად.