საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა ჟურნალისტებს შეხვედრის დეტალები გააცნო.
„მივიღეთ დავალება პრემიერისგან, რომ შევხვდებით ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლებს. განვიხილავთ ტრანსპორტის მიმართულებით არსებულ მდგომარეობას და იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომელიც სახელმწიფომ უნდა გადადგას ამ მიმართულებით. ასევე ქვეყნის პოპულარიზაციის მიმართულებით იქნება რამდენიმე შეხვედრა", - განაცხადა ქუმსიშვილმა.