რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში გამართული საერთო აუდიენციის დროს განაახლა მოწოდება უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით და მას აბსურდული და სასტიკი ომი უწოდა.
„საკუთარ თავს ვკითხოთ, გაკეთდა თუ არა ყველაფერი ომის შესაჩერებლად?“ - აღნიშნა რომის პაპმა.
მისი თქმით, დაღუპულთა რიცხვი და ომის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური განადგურება ომის სისასტიკეზე მეტყველებს.
„ტანჯულ უკრაინელ ხალხთან გვერდით უნდა დავრჩეთ. ნანგრევებზე აგებული მშვიდობა არასდროს იქნება ნამდვილი გამარჯვება“, - განაცხადა რომის პაპმა.