logo_geo
eng_logo
ზელენსკი ნატოს სამიტში მონაწილეობას გეგმავს
- +

23 თებერვალი. 2023. 01:36

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს სამიტში მონაწილეობას გეგმავს, რომელიც ივლისში ვილნიუსში გაიმართება. ამის შესახებ ლიეტუვაში უკრაინის ელჩმა განაცხადა.

ზელენსკიმ მხოლოდ ორი უცხოური ვიზიტი განახორციელა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა თითქმის ერთი წლის წინ - ერთი ვაშინგტონში დეკემბერში და მეორე ლონდონში, პარიზსა და ბრიუსელში თებერვალში.

11-12 ივლისს ვილნიუსის სამიტს ატლანტიკური ალიანსის ლიდერების უმეტესობა დაესწრება, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი.

უკრაინის ელჩის თქმით, უკრაინა იმედოვნებს, რომ სამიტის მონაწილეები შეთანხმდებიან, რომ ომის დასრულებისთანავე უკრაინა გახდება ნატოს წევრი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner