აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოლიტიკამ უკრაინასთან დაკავშირებით მესამე მსოფლიო ომი შეიძლება გამოიწვიოს.
„თუ აკვირდებით ბაიდენის ნაბიჯებს უკრაინასთან დაკავშირებით, ის სისტემატურად, მაგრამ შესაძლოა გაუცნობიერებლად გვიბიძგებს იმისკენ, რაც შეიძლება მალე იყოს მესამე მსოფლიო ომი“, - აღნიშნა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპის თქმით, პრეზიდენტის თანამდებობაზე რომ ყოფილიყო, რუსეთ-უკრაინის ომი არასდროს მოხდებოდა.