logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილი არის თავისი ცოდვების მძევალი და იძულებულია დაუპირისპირდეს იმ სახელმწიფოს, რომელსაც მასზე დევნა აქვს გამოცხადებული კონკრეტული უმძიმესი დანაშაულებისთვის
- +

22 თებერვალი. 2023. 23:15

"ჩვენ როგორც ვიცით, კონტრაქტის გაფორმებისას საუბარი იყო იმაზე, რომ წინა კამპანიებმა, წინა გადახდილმა ფულმა არ გაჭრა და ახლა უნდათ ახალი კამპანიის დაწყება. მიზანი არის ხელისუფლების დისკრედიტაცია, რაც პირდაპირ სახელმწიფოს დისკრედიტაციასაც ნიშნავს,"-ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE" განაცხადა,  რითაც გამოეხმაურა ქრონიკის“ ექსკლუზიურ ფოტოს, რომელიც ასახავს ლონდონში დავით კეზერაშვილის მონაწილეობით გამართულ საიდუმლო მოლაპარაკებების პროცესს.

„მათ აქვთ ანტისახელმწიფოებრივი მიზნები, სხვანაირად კეზერაშვილი ვერც იმოქმედებს, მას აქვს თავისი ცოდვები, არის თავისი ცოდვების მძევალი და იძულებულია დაუპირისპირდეს იმ სახელმწიფოს, რომელსაც მასზე დევნა აქვს გამოცხადებული კონკრეტული უმძიმესი დანაშაულებისთვის. საუბარია ასეულობით მილიონის მოპარვაზე, ჯარის გაძარცვაზე, კორუფციაზე, ბიზნესის რეკეტზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ასეთი კონტრაქტი არ გვიკვირს“, - განაცხადა კობახიძემ.

„ქრონიკას“ ექსკლუზიურად მიაწოდეს ფოტო ლონდონიდან, სადაც ჩანან ყოფილი სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი, ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში გიორგი ბადრიძე, ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი დავით ტყეშელაშვილი.„ქრონიკის“ წყაროს ინფორმაციით, საიდუმლო მოლაპარაკებები იმართება ერთ-ერთ ბრიტანულ კომპანიასთან, რომელმაც საქართველოში უნდა მოახდინოს ანტისახელისუფლებო კამპანიის ლობირება მთავრობის დისკრედიტაციის მიზნით, რა დროსაც გამოკვეთილი უნდა იყოს ე.წ. რუსული ხაზი და სააკაშვილის წამების თემა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner