logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე : ჭარბი აჟიოტაჟია შექმნილი „ხალხის ძალის“ კანონპროექტის გარშემო. სინამდვილეში, კანონი ითვალისწინებს ერთ რამეს - გამჭვირვალობა
- +

22 თებერვალი. 2023. 23:24

"ჭარბი აჟიოტაჟია შექმნილი ამ კანონპროექტის გარშემო," - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ხალხის ძალის“ მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, იმ ადამიანების 99%, ვინც კანონპროექტთან დაკავშირებით კრიტიკულ შენიშვნას გამოთქვას, ის უბრალოდ წაკითხული არ აქვს.

„სინამდვილეში, კანონი ითვალისწინებს ერთ რამეს - გამჭვირვალობას. თუ ვინმე იღებს დაფინანსებას უცხოეთიდან, ეს უნდა გახდეს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის. რაც შეეხება თვითონ აგენტის ცნებას, ეს არის აპრობირებული ტერმინი, პირდაპირ გადმოტანილი ამერიკული ვარიანტიდან. მეტიც, ეს არ არის კოპირება - ამერიკულ ვარიანტში შესაბამის სუბიექტს პირდაპირ „უცხოელი აგენტი“ ეწოდება. არა „უცხოური გავლენის აგენტი“, რაც საერთოდ სხვა რამეს ნიშნავს, არამედ „უცხოელი აგენტი“, რაც რა თქმა უნდა სტიგმატიზაციის სერიოზულ რისკს ქმნის. გარდა ამისა, ამერიკული კანონი არის კატასტროფულად მკაცრი და ამ კუთხით მთლიანად შეუსაბამო ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილი კანონპროექტი შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ კანონპროექტის გარშემო საპარლამენტო მსჯელობა უნდა დაგვეწყო“, - განაცხადა კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner