საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად სანდრა რულოვსის წარდგენას ეხმაურება და ამბობს, რომ ექს-პრეზიდენტის მეუღლეს ყველაზე ნაკლები შანსი აქვს გამარჯვების.
„სანდრას სამეგრელოში გამარჯვების ყველაზე ნაკლები შანსი აქვს. რა კრიტერიუმით უნდა აირჩიოს სამეგრელომ სანდრა?! იმიტომ, რომ საყვარელი რძალია, ჰოლანდიელებთან განსაკუთრებული მეგობრობის აღსანიშნავად თუ იმიტომ, რომ წლების წინათ მეგრული იმღერა?
მეგრელები არც ისეთი გულუბრყვილოები არიან, რომ მისი ერთი სიმღერით მოჯადოვდნენ", - ამბობს ხათუნა ხოფერია.
ხოფერიას თქმით, სანდრა რულოვსი არც სოციალური აქტივობებით გამოირჩევა და მსოფლიო პრესა იმასაც ამბობს, რომ ის ორგანოებით ვაჭრობის ბიზნესშია ჩართული.
„ჩემთვის მიხეილ სააკაშვილსა და სანდრა რულოვსს შორის ზღვარი არ არსებობს. იყო პერიოდები, როდესაც მიშასგან შეურაცხყოფილი სანდრა თავის მშობლებთან გარბოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ურთულეს სიტუაციებში არ ტოვებდა. არ ვიცი, მოსიყვარულე ცოლის როლს სპეცსამსახურების დავალებით ასრულებდა თუ რატომ იქცეოდა ასე, მაგრამ ფაქტია, რომ ის ყოველთვის კრიმინალი ქმრის გვერდით იდგა. ეს ქალბატონი ვერც სოციალური აქტივობით მოიწონებს თავს. მსოფლიო პრესამ აიტაცა სკანდალური ამბავი, რომ ის ორგანოებით ვაჭრობის ბიზნესშია ჩართული. ერთი სიტყვით, მის მიმართ სერიოზული შეკითხვები არსებობს და არ მგონია, არჩევნების წინ სამეგრელოს მოსახლეობამ ეს შეკითხვები არ დასვას", - აცხადებს ხათუნა ხოფერია.