"ხელისუფლება, რომელიც საქართველოში 2004-2012 წლებში მოქმედებდა, უმძიმესი კორუფციითა და კორუფციული სკანდალებით იყო დატვირთული, ბიზნესის რეკეტი იყო ერთ-ერთი მძიმე დანაშაული, "-ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ბიზნესის რეკეტი იყო ის, რაც ანგრევდა სახელმწიფოებრიობას.
„მემკვიდრეობით დარჩა შვიდი ბინა თუ სახლი ამერიკის შეერთებულ შტატებში და საქართველოს უნივერსიტეტიც ისტორიულად ეკუთვნოდა სააკაშვილების საგვარეულოს. „გეპეის“ ნახევარი რომელიც 1 ლარად მიიღო მან., რა თქმა უნდა, მემკვიდრეობით აქვს მას მიღებული. ბუნებრივია, ეს ხუმრობით, რეალურად კი, ის ხელისუფლება, რომელიც მოქმედებდა საქართველოში 2004-2012 წლებში იყო უმძიმესი კორუფციით, კორუფციული სკანდალებით დატვირთული. ბიზნესის რეკეტი იყო ერთ-ერთი მძიმე დანაშაული, უამრავი სხვა დანაშაული ჰქონდათ, პატიმრების წამება, გაუპატიურება და ა.შ. მაგრამ ბიზნესის რეკეტი იყო ერთ-ერთი უმთავრესი და უმძიმესი დანაშაული. იგივე მედიის მონოპოლიზაციასთან, „იმედში“ შეჭრასთან ერთად და ა.შ. ბიზნესის რეკეტი იყო ის, რაც ანგრევდა სახელმწიფოებრიობას. რა თქმა უნდა, როგორც ხელისუფლება ისინი იმაგრებდნენ პოზიციებს, მაგრამ ამასთან ერთად ანგრევდნენ სახელმწიფოებრიობას. ეს არის ის დანაშაულები, რომელიც ჩადენილი აქვთ სააკაშვილს, კეზერაშვილს და ამიტომ იძულებულები არიან დღესაც დაუპირისპირდნენ სახელმწიფოს, რასაც აკეთებდნენ სხვანაირად, სხვა პოზიციებიდან 2012 წლამდე. მაშინაც ისინი სახელმწიფოს და სახელმწიფოებრიობას უპირისპირდებოდნენ და იმავეს აკეთებენ ახლა, ოპოზიციის რიგებიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.