logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: კონკრეტული წყაროებიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად მონაწილეობდნენ ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციებში, რომლის პოლიტიკური მიზანი იყო, ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის დასუსტება
- +

22 თებერვალი. 2023. 23:44

"ჩვენს გვაქვს ამ ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ამას ვერ დაეწია ენერგეტიკული განვითარება მათ შორის იმიტომ, რომ დაიბლოკა ნამახვანჰესის მშენებლობა, სადაც იყო პოლიტიკური ინტერესი," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE" განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, ფინანსდებოდნენ, სხვადასხვა ტიპის წყაროებიდან და მათი პოლიტიკური მიზანი იყო, ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის დასუსტება. ამ კონტექსტში მან ისაუბრა უცხოური გავლენების შესახებ „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე და აღნიშნა, რომ დაფინანსების კუთხით ამ კანონპროექტით ყველაფერი გამჭვირვალე გახდება.

„სხვადასხვა ინტერესი იკვეთებოდა, როდესაც ნამახვანჰესის მშენებლობა დაბლოკა. ამ და სხვა რამდენიმე ჰესის მშენებლობას ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს, იმისთვის, რომ ჩვენ ეკონომიკას დაეწიოს ენერგეტიკული განვითარება. რაც უფრო მეტად იზრდება ეკონომიკა, მით უფრო მეტად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება. ეს სჭირდება არა მარტო მოსახლეობას, არამედ ეს სჭირდება საწამოებს, რომლებიც ფართოვდება, ან იქმნება ეკონომიკის ზრდის საფუძველზე. ეკონომიკის ზრდას თუ არ დაეწია ენერგეტიკა, ასეთ შემთხვევაში იქმნება სერიოზული კრიზისი. ჩვენს გვაქვს ამ ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ამას ვერ დაეწია ენერგეტიკული განვითარება მათ შორის იმიტომ, რომ დაიბლოკა ნამახვანჰესის მშენებლობა, სადაც იყო პოლიტიკური ინტერესი. ზოგადად რომ ვიმსჯელოთ, შეიძლება ყოფილიყო იმპორტიორი კომპანიების ინტერესი, შეიძლება ყოფილიყო რუსული მხარის ინტერესი, რადგან, რა თქმა უნდა რუსეთს ურჩევნია თავისი ელექტროენერგია გაყიდოს საქართველოში, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ვაწარმოოთ თავად. იმიტომ რომ ამით მოგებას ნახულობს რუსული მხარე და ჩვენ დღემდე ვართ დამოკიდებული რუსულ იმპორტზე ელექტროენერგიის თვალსაზრისით და გარდა ამისა, ენერგოდამოკიდებულების ხარისხი რჩება მაღალი. სხვა სუბიექტებიც იყვნენ გარდა ამ შესაძლო მხარისა. იყვნენ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კონკრეტული წყაროებიდან იღებენ დაფინანსებას. ამ შემთხვევაში იყვნენ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებოდნენ, ამ ტიპის წყაროებიდან და რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში, რომლის პოლიტიკური მიზანი იყო, ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის დასუსტება.

EED არის ევროკავშირის მიერ ოფიციალურად დაფუძნებული და ამ ორგანიზაციის ბორდის ერთ-ერთი წევრი არის ქალბატონი ჰაუტალა, ყოფილი თუ მოქმედი ევროპარლამენტარი. პირდაპირ გამოვიდა მაშინ და მხარი დაუჭირა იმ პროტესტს, რომლის მიზანიც იყო საქართველოში ენერგოდამოუკიდებლობის შეზღუდვა. აქაც არაფერს ვზღუდავთ, ჰაუტალასაც შეუძლია იგივე თქვას რასაც წარსულში ამბობდა, იმ ორგანიზაციებსაც შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ იმ საპროტესტო აქციებში, რომელთა მიზანიცაა ენერგოდამოუკიდებლობის ზრდის დაბლოკვა საქართველოში. ერთადერთი რაც ხდება ამ კანონით და რაც მოგვწონს ამ კანონპროექტში, არის ის, რომ ეს ყველაფერი ხდება გამჭვირვალე. ანუ, საქართველოს მოსახლეობას ეცოდინება, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც აპროტესტებენ და ბლოკავენ ნამახვანის მშენებლობას, ფინანსდებიან ამა და ამ წყაროდან. ეს შეიძლება იყოს ჩრდილოეთის, დასავლეთის, აღმოსავლეთის და შეიძლება იყოს სამხრეთის წყარო. არის უამრავი წყარო, უამრავი მიმართულებიდან ხდება სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციების დაფინანსება, ინტერესი არის სხვადასხვა. არის მათ შორის აბსოლუტურად კეთილშობილურ ინტერესები, მაგალითად ვიღაცას უნდა კონკრეტულ ტყე-პარკში შემატოს ნარგავები. ეს დაფინანსებაც გახდება გამჭვირვალე, მაგრამ საზოგადოება დაინახავს, რომ სადღაც არის მიზანი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და სადღაც მიზანია - ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას შეექმნას საფრთხე“, - განაცხადა კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner